გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგის წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით, 12 ნოემბერს ჩვენს კოლეჯში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა შავი ზღვის დაბინძურების თავიდან აცილების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს.
ორგანიზატორებმა ისაუბრეს, თუ რა რესურსები და შესაძლებლობები აქვს ქალაქ ფოთს ზღვის ეკოსისტემის დაცვისთვის და როგორ შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან საქმეში.




