სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი” პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ხის მხატვრული დამუშავება” ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ საქველმოქმედო ფონდთან Eberhard-Schöck-Stiftung. პროგრამის ფარგლებში გერმანელ ექსპერთა ჯგუფი თვეში ერთხელ სტუმრობს კოლეჯს და სტუდენტებს უტარებენ ერთ კვირიან მასტერკლასებს. ფონდის დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს სადურგლოს კეთილმოწყობა.
კოლეჯში სადურგლოს სახურავზე დამონტაჟდა მზის ელეტრო სადგური.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ელეტროობა” სტუდენტებისთვის მიმდინარეობს ორ დღიანი სემინარი მზის პანელების მონტაჟსა და გამოყენებასთან დაკავშირებით. სტუდენტები შეისწავლიან მზის ელექტროსადგურის აწყობას, დაყენებას და დამონტაჟებას რეალურ გარემოში.
ამასთან დაკავშირებით დღეს სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი” მოეწყო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი ქალბატონი ნინო ბაკურაძე, Eberhard-Schöck-Stiftung ის პროექტების მენეჯერი ბატონი მარსელ ბლესინგი-შუმილინი, ქალაქ ფოთის მერის მოადგილე ბატონი მამუკა პაპასკირი და ბატონი ლექსო თოდუა, ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრი ბატონი ზაალი კვინჩია, კომპანია Eurosolar – ის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გიორგი კეკელიძე, PV Georgia -ს დირექტორი ბატონი ირაკლი ბაბუნაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები კოლეჯის სტუდენტებთან ერთად.