http://phazisi.edu.ge
კოლეჯში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები.

შეხვედრა მოეწყო კოლეჯის იძულებით გადაადგილებულ დევნილ კურსდამთავრებულებთან. შეხვედრაზე, კოლეჯის დირექტორთან – ქალბატონ ნინო ბაკურაძესთან განხილულ იქნა კურსდამთავრებულთა თვითდასაქმების შესაძლებლობები.

პროფესიულმა სტუდენტებმა სპეციალური აპლიკაციის ფორმები შეავსეს.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს – https://idp.gov.ge/statement-56/📌 განაცხადების შევსების ბოლო ვადაა 3 ნოემბერი, ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 493275306.