შეხვედრის მიზანი, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტთა ჯგუფისათვის ფესტივალის კონცეფციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ფესტივალის განვითარების პერსპექტივები .
შეხვედრის დასასრულს, სტუმარს კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ სიმბოლურად „კეფალის ფესტივალი“ს ლოგო გადასცა.
„კეფალის ფესტივალი“ მრავალ ღონისძიებას აერთიანებს: შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, ფოტოკონკურსები, მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, ბიზნეს-ღონისძიება, მუსიკალური პროგრამები, ფლეშმობი, საქართველოს ბაზიერთა კლუბის გამოსვლა და ა.შ. ის ტრადიციულად ზაფხულში, აგვისტოს თვეში იმართება.
სამომავლოდ, აღნიშნული ღონისძიების აქტივობების დეტალურად გაცნობის მიზნით, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრა კოლეჯის მასწავლებლებთან და პროფესიულ სტუდენტებთან.