http://phazisi.edu.ge
კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდა „კეფალის ფესტივალი“ ს ორგანიზატორი ნანა ტაბიძე.

✅ შეხვედრის მიზანი, პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და სტუდენტთა ჯგუფისათვის ფესტივალის კონცეფციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.

🟠 შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ფესტივალის განვითარების პერსპექტივები .

🔵 შეხვედრის დასასრულს, სტუმარს კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ სიმბოლურად „კეფალის ფესტივალი“ს ლოგო გადასცა.

🐟 „კეფალის ფესტივალი“ მრავალ ღონისძიებას აერთიანებს: შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, ფოტოკონკურსები, მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, ბიზნეს-ღონისძიება, მუსიკალური პროგრამები, ფლეშმობი, საქართველოს ბაზიერთა კლუბის გამოსვლა და ა.შ. ის ტრადიციულად ზაფხულში, აგვისტოს თვეში იმართება.

✅ სამომავლოდ, აღნიშნული ღონისძიების აქტივობების დეტალურად გაცნობის მიზნით, დაიგეგმა გაფართოებული შეხვედრა კოლეჯის მასწავლებლებთან და პროფესიულ სტუდენტებთან.