კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ ფოთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები, რომლებმაც საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს თემაზე — „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა“.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო ძალადობის ფორმები, მისი ამოცნობის გზები, სამართლებრივი მექანიზმები და ის სერვისები, რომლებიც დაზარალებულ პირს იცავს და ეხმარება. სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ.




