ბატონმა ფიშერმა, კოლეჯის დირექტორ ქალბატონ ნინო ბაკურაძესთან ერთად დაათვალიერა კოლეჯის ინფრასტრუქტურა, სადურგლო სახელოსნო და მასზე დამონტაჟებული მზის პანელები. სასწავლო სახელოსნო აშენდა და მოეწყო გერმანული ორგანიზაციის – Eberhard-Schöck-Stiftung მხარდაჭერით. მათივე მხარდაჭერით ჩატარდა სემინარები მზის პანელების შერჩევისა და მონტაჟის მიმართულებით. ბატონი პეტერ ფიშერი ასევე შეხვდა და გაესაუბრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ხის მხატვრული დამუშავება” პროფესიულ მასწავლებლებსა და სტუდენტებს. წარმატებები უსურვა მათ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გერმანიას და საქართველოს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს და მოხარულია ჩვენი თანამშრომლობით გერმანულ საქველმოქმედო ფონდთან Eberhard-Schöck-Stiftung