http://phazisi.edu.ge
კოლეჯში „ფაზისი“, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოჯიხევის ლოკაციაზე, სასწავლო პროცესი დაიწყო.

დღეს განსაკუთრებული დღე იყო – დირექტორი ნინო ბაკურაძე შეხვდა პროფესიულ სტუდენტებს, მიესალმა მათ და წარმატებები უსურვა.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიულმა სტუდენტებმა კი მეგობრული ტრადიცია გააგრძელეს – ცოდნისა და გამოცდილების ესტაფეტა გადასცეს ახალ ჯგუფებს.

ახალი სასწავლო წელი ყოველთვის ახალი დასაწყისია – ახალი შესაძლებლობები, ახალი მიზნები და ახალი მეგობრები! ჩვენ კი თქვენს გვერდით გვიგულეთ!

ჩვენ გვჯერა, რომ წინ უამრავი საინტერესო გამოწვევა და დიდი წარმატებები გელით!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება,ფაზისელებო!