ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის 2021-2022 წლის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში კოლეჯის დირექტორმა ქალბატონმა ნინო ბაკურაძემ დიპლომები გადასცა.
კოლეჯის სახელით ვულოცავთ სასწავლო პროცესის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს.
მადლობას ვუხდით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “ინფორმაციის ტექნოლოგია” პროფესიული განათლების მასწავლებელს მერი რიჟამაძეს გაწეული ამაგისთვის!