განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი სკოლების პედაგოგთა დაჯილდოება გრძელდება.
ამჯერად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა მასწავლებლები ქალაქ ზუგდიდში, ფოთსა და სენაკის მუნიციპალიტეტში დააჯილდოვა.
მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას პედაგოგებს მრავალწლიანი დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სერტიფიკატები გადასცა.
ღონისძიებებს სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.