http://phazisi.edu.ge
“მზის ელექტროსადგურების გაანგარიშება, მონტაჟი და მომსახურება”.

29 ივნისიდან სსიპ კოლეჯში „ფაზისი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და Eberhard Schock Stiftung-ის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მაღალი დონის თეორიულ-პრაქტიკული სემინარი თემაზე: “მზის ელექტროსადგურების გაანგარიშება, მონტაჟი და მომსახურება”.

სემინარი განკუთვნილია საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისთვის და აერთიანებს თანამედროვე თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

სემინარს უძღვება სირილ ებერჰარტი საინჟინრო მაგისტრი , მზის ელექტროსადგურების დაპროექტების სპეციალისტი, ლექტორი და შვეიცარიის ქალაქ ინტერლაკენში მოქმედი ენერგეტიკული გარდამავალი პროცესების გაერთიანების დამფუძნებელი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კურსის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში ჩვენი კოლეჯის ხობის (ნოჯიხევის) ლოკაციაზე წარმატებით დამონტაჟდა მზის ელექტროსადგური, რაც მონაწილეებს რეალურ გარემოში მუშაობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

გვჯერა, რომ მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფესიული განათლების განვითარებას, განახლებადი ენერგეტიკის მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.