http://phazisi.edu.ge

მისია, ხედვა, ღირებულებები

სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ არის მრავალპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც პროფესიული განათლების სისტემის ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოებით, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდის უზრუნველყოფით, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული შესაბამისი კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებით, მთელი სიცოცხლის მანძილზე პირის პროფესიული და პიროვნული განვითარებით, წვლილი შეიტანოს  ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლაში.

კოლეჯის ხედვაა იყოს ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც რეგიონში, ისე ქვეყანაში, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული მოქნილი ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებით, სხვადასხვა მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სწავლების მაღალი სტანდარტების დანერგვით, დასაქმების მაღალი მაჩვენებლებით, საჯარო/კერძო/საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ღირებულებები:

  • პროფესიონალიზმი;
  • ორიენტაცია შედეგზე;
  • უწყვეტი სწავლების ხელშეწყობა;
  • სოციალური ინკლუზია;
  • გუნდური მუშაობა;
  • გამჭვირვალობა;
  • სწრაფვა ინოვაციისკენ.