http://phazisi.edu.ge
მოგზაური შეგირდი დურგლები გერმანიიდან

🎒ხელოსნების ტრადიციული მოგზაურობა, ეგრეთ წოდებულ Walz-ი, ადრე სავალდებულო იყო, დღეს კი ის უნიკალური გამოცდილების მისაღებად ხორციელდება. შეგირდი დურგლები იესპერ ჰოლტმანი და ელისტერ კარმაიკლი ტრადიციული მოგზაურობის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თბილისის ოფისში თბილი დახვედრის შემდეგ იესპერი და ელისტერი ფოთში გაემგზავრენ, სადაც პროფესიულ სასწავლებლებში „ფაზისი“ და „ახალი ტალღა“ მასწავლებლებს დაეხმარებიან და სასწავლებლების მოსწავლეებთან ერთად პატარა პროექტებს განახორციელებენ. გერმანელი შეგირდები ერთის მხრივ თავად გაეცნობიან ხის დამუშავების რეგიონულ მეთოდებს, მეორეს მხრივ კი ქართველ ახალგაზრდებს მოუყვებიან ლაიფციგში მდებარე სადურგლოში თავიანთი სწავლის, მუშაობისა და ამ პროფესიაში არსებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

Weltwalz-ი წარმოადგენს GIZ-ის Business Scouts for Development-ის საპილოტე პროექტს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი გამოცდილებების მიღებისას ახალგაზრდა ხელოსნების ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერა. ახალგაზრდა გერმანელი ხელოსნები საქართველოში ჩამოვიდნენ Business Scouts for Development-ის, ებერჰარდ შიოკის ფონდისა და GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ თანამშრომლობის ფარგლებში.

Tischlergesellen aus Deutschland auf der Weltwalz🎒🇩🇪

🎒Die Walz war früher Pflicht und ist heute einmalige Erfahrung. Die Handwerker Jesper Holtmann und Alistair Carmichael folgen der jahrhundertealten Tradition und kommen auf Walz nach Georgien. Nach der Begrüßungsrunde im GIZ-Büro in Tbilisi machen sich Jesper und Alistair auf den Weg nach Poti, wo sie bei den Berufsschulen Phazisi und New Wave Lehrkräfte unterstützen und mit Berufsschülern kleine Projekte umsetzen werden. Die Tischlergesellen werden einerseits die Holzbearbeitungstechniken in der Region kennenlernen und gleichzeitig den jungen Auszubildenden von ihrer Ausbildung und Arbeit in Leipzig berichten, und auch darüber, welche Karrieremöglichkeiten das Handwerk bietet.

Weltwalz ist ein Pilotprojekt der Business Scouts for Development (GIZ), das jungen Handwerker und Handwerkerinnen finanziell und organisatorisch dabei unterstützt, erste Erfahrungen in der internationalen Zusammenarbeit zu sammeln. Der Einsatz der jungen Handwerker in Georgien wurde in Kooperation von Business Scouts for Development (GIZ), Eberhard-Schöck-Stiftung und dem GIZ-Projekt Privatwirtschaftsentwicklung und Berufsbildung im Südkaukasus organisiert.