http://phazisi.edu.ge
პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში…

პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ოფიციალური გახსნის შემდეგ, მონაწილე ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, დამსწრე საზოგადოებას თემატური პრეზენტაციები წარუდგინა.

პრეზენტაციები ეფუძნებოდა ქვეყნების გამოცდილებას და ასახავდა პროფესიული განათლების განვითარების მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას, ინოვაციებს, საერთაშორისო თანამშრომლობას და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას სასწავლო პროცესში.

კვირეულის პროგრამა ასევე მოიცავდა პანელურ დისკუსიებს, სადაც განხილული იყო პროფესიული განათლებისა და სტარტაპების ურთიერთკავშირი, ტექნოლოგიური ინოვაციების როლი და ინოვაციური მეთოდების გამოყენება სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ პროფესიული უნარების სააგენტოსა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულის პირველ დღეს მსჯავრდებულთა მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.