http://phazisi.edu.ge
პროფესიული განათლების III საერთაშორისო კონფერენცია.

სსიპ კოლეჯმა „ფაზისი“ მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების მასწავლებელთა III საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც კოლეჯების – „ბლექსისა“ და „ახალი ტალღის“ ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციის მთავარი თემა იყო „პროფესიული განათლება თანამედროვე ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებების პირობებში“.

ჩვენი კოლეჯი ღონისძიებაზე წარადგინეს პარტნიორი ორგანიზაციის “Eberhard Schöck Stiftung” წარმომადგენელმა მარსელ ბლესინგ – შუმილინმა და პროფესიული განათლების მასწავლებელმა მერაბ გადელიამ, რომლებმაც წარადგინეს მოხსენება თემაზე: „Promoting Skills and Technology“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციების, ინოვაციებისა და გამოწვევების განხილვას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებას.

მასში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი სახელმწიფო კოლეჯები, პროფესიული განათლების მიმწოდებელი უმაღლესი სასწავლებლები და სპეციალური სტუმრები 4 ქვეყნიდან: გერმანია, საფრანგეთი, იტალია და უნგრეთი.

კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს:

* გივი მიქანაძემ — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა;

* მაია ხაჯიშვილმა — აჭარის ა/რ განათლებისა და სპორტის მინისტრმა;

* ქეთევან კობახიძემ — სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

კონფერენცია მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან თემატურ პანელსა და პარალელურ სესიას:

* პანელური დისკუსია: „შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციები და პროფესიული განათლების სტრატეგია“;

* I სესია: ციფრული ტრანსფორმაცია და პროფესიული განათლება (ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტები საგანმანათლებლო პროცესში, დრონები და მიკროელექტროტექნიკა);

* II სესია: მწვანე ეკონომიკა და პროფესიული განათლება;

* III სესია: პროფესიული განათლების მრავალფეროვნება, რბილი უნარები, მასწავლებლის ავტორიტეტის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პრაქტიკები სხვადასხვა დარგში.

მადლობას ვუხდით ორგანიზატორებსა და ჩვენს წარმომადგენლებს ნაყოფიერი მონაწილეობისა და მნიშვნელოვანი წვლილისთვის.