http://phazisi.edu.ge
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “სკოლამდელი აღზრდა”.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “სკოლამდელი აღზრდა” წარმოადგენს მყარ საფუძველს მომავალი აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული განვითარებისთვის. პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტები იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მათ რეალურ საგანმანათლებლო გარემოსთვის ამზადებს.

სწავლების პროცესი ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას, პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას და ბავშვის ინტერესებზე მორგებული სწავლების მნიშვნელობის გაზიარებას. თითოეული აქტივობა, პრაქტიკული სამუშაო და შემოქმედებითი მიდგომა პროფესიულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ კვალიფიციური, მოტივირებული და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული სპეციალისტები.

კურსდამთავრებულთა ქსელის გაძლიერების მიზნით, დღეს პროფესიულ სტუდენტებს შეხვდა ჩვენი პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული ინდირა ხარაიშვილი, რომელმაც გაუზიარა მათ თავისი გამოცდილება (როგორი იყო მისი ცხოვრება კოლეჯამდე და კოლეჯში მიღებული განათლების შემდგომ).