პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სსიპ კოლეჯმა “ფაზისი” მოიპოვა შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება:
![]()
სკოლამდელი აღზრდა V დონე – (ხობი,სოფ.ნოჯიხევი)
ამწის ოპერირება IV დონე- (მოდულური,ინტეგრირებული)
სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა – (ინტეგრირებული);
საოფისე საქმე – (ინტეგრირებული);
რას გულისხმობს ინტეგრირებული პროგრამა?
პირს, რომელიც ფლობს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია ჩაირიცხოს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები . ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.
![]()
![]()
წარმატებები კოლეჯის “ფაზისი” ღირსეულ გუნდს!!!
![]()
![]()
მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს კოლეჯის მიმართ გამოხატული დიდი ნდობისათვის.

