კოლეჯი “ფაზისი” წარმატებით ასრულებს მის მთავარ მისიას – მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები შრომის ბაზრის მოთხოვნათა შესაბამისად.
დღეს “სკოლამდელი აღზრდის” პროგრამის პროფესიულმა სტუდენტებმა დაასრულეს სწავლა და მიენიჭათ უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში/Higher Vocational Qualification in Preschool Education.
ისინი ორი წლის მანძილზე აქტიურად იყვნენ ჩართულნი სწავლა-სწავლების პროცესში. კოლეჯში შეძენილი ცოდნა, უნარი და კომპეტენცია მათ დაეხმარებათ ბაგა-ბაღის აღსაზრდელების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვაში. ბავშვებისათვის შექმნიან ფსიქოლოგიურად და ესთეტიურად მიმზიდველ, ურთიერთპატივისცემაზე და თანასწორობაზე დაფუძნებულ გარემოს. უზრუნველყოფენ ბავშვის განვითარებისთვის საჭირო აქტივობებისა და საშუალებების (სათამაშოები,ინვენტარი) მრავალფეროვნებას.