3-4 ივნისს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი’’.
ფესტივალის ფარგლებში კოლეჯების გუნდებს შორის ჩატარდა შეჯიბრი ქუჩის კალთბურთსა და მინი ფეხბურთში.
მოეწყო გამოფენა,სადაც წარმოდგენილი გვქონდა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის – ფაბლაბის, ხის მხატვრული დამუშავებისა და ფლორისტიკის მიმართულების პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრები.
დღის ბოლოს ლოტოტრონით, შემთხვევითობის პრინციპით, გამოვლინდა შემდეგი წლის მასპინძელი სასწავლებელი და ღონისძიებაში მონაწილე კოლეჯებს გადაეცათ მადლობის სიგელები.