http://phazisi.edu.ge
პროფესიული სტუდენტები “ფერად თავგადასავლებში”.

ფოთში გამართული ღონისძიება „ფერადი თავგადასავლები“ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დაუვიწყარ, ემოციებითა და შემოქმედებითი აქტივობებით სავსე დღედ იქცა.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენი პროფესიული სტუდენტებიც, რომლებიც სხვადასხვა შემოქმედებით და გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ. მონაწილეებმა მოიხატეს ორცხობილები, დაამზადეს სამკაულები, ჩაერთნენ სახის მოხატვის მასტერკლასებში, სურვილები განათავსეს „ჯადოსნურ ყუთში“ და ანიმატორების შოუ-პროგრამასთან ერთად უამრავი პოზიტიური ემოცია მიიღეს.

განსაკუთრებული მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს – ფოთის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურს, ასევე ბავშვთა განვითარების ცენტრ „ერუდიტს“ ასეთი თბილი, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი დღის შექმნისთვის.