პროფესიული განათლების განვითარების პროგრამა ინოვაციურ მიდგომას ნერგავს! ქვეყნის მასშტაბით 19 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება 107 საჯარო სკოლაში ახორციელებს საორიენტაციო კურსებს, რომლებიც VII-XI კლასის 1800-მდე მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს:
პირველივე ნაბიჯები პროფესიისკენ – სპეციალურად მოწყობილ მცირე პროფესიულ ლაბორატორიებში მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა პროფესიას, მოსინჯავენ პრაქტიკაში და განივითარებენ საჭირო უნარებს.
ინფორმირებული არჩევანი – კურსი ეხმარება მოსწავლეებს კარიერულ გზაზე გარკვევაში და საკუთარი ინტერესების უკეთ გაცნობაში.
რეალური გამოცდილება – მონაწილეები თვითონ შეასრულებენ სხვადასხვა პროფესიული აქტივობისთვის საჭირო ამოცანებს, რაც მათ პროფესიის არჩევაში დაეხმარება.
ჩვენი კოლეჯიც აქტიურად მონაწილეობს ამ მნიშვნელოვან პროექტში და თანამშრომლობს შემდეგ სკოლებთან:
შუა ხორგის საჯარო სკოლა
ხობის N1 საჯარო სკოლა
ჭალადიდის საჯარო სკოლა
ფოთის VII საჯარო სკოლა
ფოთის XI საჯარო სკოლა
სენაკის აფხაზეთის VII სკოლა
ჩვენ ვაშენებთ მომავალს – ერთად!
ეს არის უნიკალური შანსი მოსწავლეებისთვის, გაიგონ მეტი თავიანთი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესახებ და პროფესიული წარმატებისკენ გადადგან პირველი ნაბიჯი.