პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში ფოთის №7 და ხობის №1 საჯარო სკოლების საორიენტაციო კურსებში მონაწილე მოსწავლეები კოლეჯში გვესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ჩვენს კოლეჯში არსებული პროფესიული პროგრამების შესახებ. თითოეულ მათგანს მიეცა შესაძლებლობა მიეღო უნიკალური გამოცდილება, რაც მათ დაეხმარებათ სამომავლო კარიერული გზის სწორად არჩევაში.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორ სკოლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის!