პროფესიული უნარების სააგენტომ შეაჯამა საერთაშორისო ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც 55-მა ქართველმა პროფესიული განათლების მასწავლებელმა აიმაღლა კვალიფიკაცია გერმანიის, იტალიის, ლატვიისა და თურქეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ვიზიტები მოიცავდა სტუმარ-მასპინძლობის, ინჟინერიის, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს. ღონისძიება გახსნეს ,თამარ კვინიკაძემ (განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი) , ირინე მარგიშვილმა (პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი) და მარიამ ლაშხმა (პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)
აღნიშნული პროექტის ფარგელბში ჩვენი კოლეჯის ორმა პროფესიული განათლების მასწავლებელმა, ნანა შომახიამ და ჯამბულ როყვამ, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტები განახორციელეს იტალიასა და თურქეთში სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით. ამ ვიზიტების ფარგლებში, მათ მიიღეს ფასდაუდებელი გამოცდილება და ცოდნა. მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ამ ქვეყნების უახლეს პრაქტიკებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, მონაწილეობა მიეღოთ პროფესიული განვითარების ღონისძიებებში და დაემყარებინათ საერთაშორისო კონტაქტები უცხოელ კოლეგებთან. ასეთი ვიზიტები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს კოლეჯის საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების გზაზე.