სასურველი პროფესიის მონიშვნის ვადები: 29,30,31ოქტომბერი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
მონიშვნის ვალდებულება:
სავალდებულოა იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც 2 ან 3 პროგრამაზე არიან დარეგისტრირებული
არ არის სავალდებულო იმ აპლიკანტებისთვის, რომლებიც მხოლოდ 1 პროგრამაზე არიან რეგისტრირებული
გასათვალისწინებელი ფაქტორები:
ყურადღებით დააკვირდით რეიტინგულ მონაცემებს
გაითვალისწინეთ კოლეჯში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობა
შეამოწმეთ თქვენი პოზიცია აპლიკანტთა სიაში
გაფრთხილება: აპლიკანტი ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს, თუ:
არ მონიშნავს სასურველ პროფესიას
არ მონიშნავს იმ პროფესიას, რომელზეც აქვს ჩარიცხვის მაღალი შანსი
სისტემაში შესვლისთვის საჭირო მონაცემები:
პირადი ნომერი
რეგისტრაციის დროს მითითებული პაროლი
დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ პირად შეტყობენიენებებში ან მობრძანდით ადგილზე.