საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის” ორგანიზებით, 10-11 ოქტომბერს სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ში გაიმართა რეგიონული ფორუმი, რომელიც ეძღვნებოდა აგრარული ცოდნისა და ინოვაციების სისტემის განვითარებას.
ფორუმში მონაწილეობდა კოლეჯი „ფაზისი“ , წარმოდგენილნი იყვნენ – სასწავლო პროცესების მხარდაჭერის სპეციალისტი ნინო თოფურიძე, პროფესიული განათლების მასწავლებლები გიორგი ხარგელია და ლაშა სიგუა.
ღონისძიების ფარგლებში, გიორგი ხარგელიამ წარმოადგინა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე „ინოვაციური მიდგომები პროფესიულ განათლებაში აგრარული დარგის განვითარების მხარდასაჭერად“, სადაც ისაუბრა კოლეჯის გამოცდილებასა და თანამედროვე პრაქტიკებზე, რომლებიც აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას აგრარული პროფესიის სწავლების მიმართულებით.
ფორუმმა შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს გაეზიარებინათ გამოცდილება, დაემყარებინათ ახალი პროფესიული ურთიერთობები და განეხილათ ინოვაციური გზები სოფლის მეურნეობისა და განათლების სისტემების თანამშრომლობის გასაძლიერებლად.


