პროფესიული მასწავლებლის მარინა გოგოუაძის ორგანიზებით დაიგეგმა სააღდგომო-საქველმოქმედო ღონისძიება,რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სსიპ კოლეჯის „ფაზისი“ პროფესიული სტუდენტები და ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
25 აპრილს „ურეკის კლუბში“ ჩატარდა კონცერტი,სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომერი.
პროფესიული საგამანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ქსელები და სისტემები“ პროფესიულმა სტუდენტებმა დაამზადებს ღონისძიებაზე დასწრების ბილეთები.
პროფესიული ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამის „სასტუმროს მომსახურება“ პროფესიულმა სტუდენტებმა და ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოაცხვეს ორცხობილები.
ბილეთების და ორცხობილების რეალიზებიდან შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება თვითმმართველი ქალაქ ფოთის ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს.