http://phazisi.edu.ge
სააღდგომო-საქველმოქმედო ღონისძიება, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სსიპ კოლეჯის „ფაზისი“ პროფესიული სტუდენტები და ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

🔰 პროფესიული მასწავლებლის მარინა გოგოუაძის ორგანიზებით დაიგეგმა სააღდგომო-საქველმოქმედო ღონისძიება,რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ სსიპ კოლეჯის „ფაზისი“ პროფესიული სტუდენტები და ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

👉 25 აპრილს „ურეკის კლუბში“ ჩატარდა კონცერტი,სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომერი.

პროფესიული საგამანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ქსელები და სისტემები“ პროფესიულმა სტუდენტებმა დაამზადებს ღონისძიებაზე დასწრების ბილეთები.

👉 პროფესიული ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამის „სასტუმროს მომსახურება“ პროფესიულმა სტუდენტებმა და ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოაცხვეს ორცხობილები.

✅ბილეთების და ორცხობილების რეალიზებიდან შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება თვითმმართველი ქალაქ ფოთის ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარებს.