http://phazisi.edu.ge
საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “პროფესიული განათლების მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივა – პროფესიული განათლების მასწავლებელი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში”.

📢 30 სექტემბერს/01 ოქტომბერს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “პროფესიული განათლების მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივა – პროფესიული განათლების მასწავლებელი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაში”.

🤝 კონფერენცია ორგანიზებული იყო კოლეჯების – “ბლექსის” და “ახალი ტალღის” მიერ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.

👏 ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელმა მაკა ვაშაკიძემ, წარმოადგინა მოხსენება თემაზე “ინტეგრირებული პროგრამები – მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივა”. მისმა გამოსვლამ ხაზი გაუსვა ინტეგრირებული პროგრამების მნიშვნელობას თანამედროვე პროფესიულ განათლებაში და გააშუქა ამ მიმართულებით არსებული პროგრესი, სირთულეები და სამომავლო ხედვა.

🙏 მადლობას ვუხდით მაკა ვაშაკიძეს ჩვენი კოლეჯის ღირსეულად წარდგენისთვის და კონფერენციის ორგანიზატორებს ასეთი შესაძლებლობისთვის!