გვსურს გაგიზიაროთ სასიხარულო ამბავი! ჩვენი კოლეჯის სასტუმროს მომსახურების მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებელმა, ნანა შომახიამ, წარმატებით გაიარა შესარჩევი კონკურსი და დაასრულა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი თურქეთში!
ნანამ თავისი პროფესიონალიზმით და უნარებით გამოირჩა კონკურსში და მოიპოვა ეს შესანიშნავი შესაძლებლობა.
7-14 სექტემბერს ნანა იმყოფებოდა ქალაქ ანტალიაში, სადაც ეწვია ფალეზის ანატოლიის ტექნიკურ და პროფესიულ საშუალო სკოლას.
ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან (TIKA) თანამშრომლობით.
პროგრამის მიზანი იყო პროფესიული მასწავლებლების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა.
ვულოცავთ ნანას ამ მნიშვნელოვან მიღწევას – როგორც კონკურსში გამარჯვებას, ასევე წარმატებულ ვიზიტს! დარწმუნებული ვართ, რომ მან შეიძინა ფასეული გამოცდილება, რომელსაც გაუზიარებს ჩვენს პროფესიულ სტუდენტებსა და კოლეგებს.
ვამაყობთ, რომ ჩვენმა კოლეჯის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტში!