22 ნოემბერს კოლხეთის პარკის ვიზიტორთა ცენტრში გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება — „სამოქალაქო პიკნიკი კაპარჭინასთვის“, სადაც ჩვენი კოლეჯი აქტიურად იყო ჩართული.
ჩვენი პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების დახმარებით სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ აქტივობებში — გაეკეთებინათ წყლის სინჯები და უკეთ შეეცნოთ კაპარჭინას მნიშვნელობა ეკოსისტემისთვის.
ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ცნობიერება და ახალგაზრდების ჩართულობა ბუნების შენარჩუნებაში.
მადლობა ორგანიზატორებს და ყველა მონაწილეს საინტერესო და შემეცნებითი დღისთვის!





