ა(ა)იპ ,,ინოვაციური განათლების ფონდთან” თანამშრომლობით სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი” მიმდინარეობს საპილოტე კურსი ,,ვიდეოს შექმნა და მონტაჟი”.
კურსს ხელმძღვანელობს კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი ბატონი კახაბერ გოგინავა.
კურსი შემუშავდა გაერთიანებული სამეფოს ფონდის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) COBERM ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.
პროგრამაში აქტიურად არიან ჩართულები კოლეჯის სტუდენტები.





