საპროფორიენტაციო შეხვედრების ფარგლებში, სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი” სტუმრად იმყოფებოდნენ აფხაზეთის №21 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ მოსწავლეებს თავად მიაწოდა სრული ინფორმაცია კოლეჯში განხორციელებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მიმდინარე სასწავლო პროცესისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. დაათვალიერეს თეორიული და პრაქტიკული სწავლების სივრცეები, პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრები და ჩაერთნენ სასწავლო პრაქტიკის მუშა პროცესში. კოლეჯის ,,სამკერვალო წარმოების’’ , “ამწე და მსგავსი მანქანების ოპერირება’’ და ,,ხის მხატვრული დამუშავების” სპეციალობის მასწავლებლებმა, მოსწავლეებს მასტერკლასები ჩაუტარეს.
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებს საინფორმაციო ბუკლეტები, ბლოკნოტები კოლეჯის ლოგოთი, კალმები და სამსახოვრო სუვენირები გადაეცათ.