http://phazisi.edu.ge
საპროფორიენტაციო შეხვედრები სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი”.

✅ საპროფორიენტაციო შეხვედრების ფარგლებში, სსიპ კოლეჯში ,,ფაზისი” სტუმრად იმყოფებოდნენ სსიპ ქალაქ ფოთის VII საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.

👉 მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია კოლეჯში განხორციელებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, მიმდინარე სასწავლო პროცესისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

👀 დაათვალიერეს თეორიული და პრაქტიკული სწავლების სივრცეები, პროფესიულ სტუდენტთა ნამუშევრები.