საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვინილი ღონისძიებების ფარგლებში გამოფენა გაიმართა, რომელსაც სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი“ სამ ლოკაციაზე, ახალციხეში, ფოთსა და ხობში შეხვდა.
ახალციხეში პროფესიული და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გამოფენა გაიმართა. ღონიძიებაზე წარმოდგენილი გვქონდა, ფლორისტიკის და სამკერვალო წარმოების პროფესიები და სტუდენტების ნამუშევრები. ასევე წარმოდგენილი იყო სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია სხვადასხვა ნამუშევრით. სამკერვალო წარმოების პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი გვქონდა საქარგავი მანქანა და ადგილზე ჩატარდა მასტერკლასები.