სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელმა მერი რიჟამაძემ წარმატებით გაიარა კონკურსის შესარჩევი ეტაპი, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა.
აღნიშნული წარმატების შემდეგ, მერი რიჟამაძემ მონაწილეობა მიიღო პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში, რომელიც მიზნად ისახავს :
დარგობრივი პედაგოგიკის თანამედროვე ცოდნის მიღებასა და კოლეგებისთვის გაზიარებას;
მასწავლებელთა პროფესიული ქსელების გაძლიერებას;
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას;
ინოვაციური სწავლების მეთოდებისა და მიდგომების დანერგვას.
დიდი მადლობა მერის კოლეჯის ღირსეულად წარმოჩენისთვის და პროფესიულ განვითარებაში აქტიური ჩართულობისთვის!



