სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელმა გიორგი ხარგელიამ ტრადიციულ საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიები წარმატებით დანერგა და სენაკის ტექნოპარკის პროექტში „ინოვატორი მეწარმე“ გაიმარჯვა.
მისი ინოვაციური იდეა თანამედროვე ტექნოლოგიებით ორგანულ-მინერალური სასუქების მცირე საწარმოს შექმნას გულისხმობს, რაც უფრო ეფექტური და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს.
ვულოცავთ ბატონ გიორგის ამ მნიშვნელოვან წარმატებას!


