სსიპ კოლეჯის “ფაზისი” და პარტნიორი ორგანიზაციის Eberhard-Schöck-Stiftung მიერ, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სასწავლო – სადურგლო სახელოსნო, რომელიც მოეწყო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “ხის მხატვრული დამუშავება” – დურგალი – ფარგლებში.
სახელოსნო მოეწყო და აღიჭურვა გერმანელი პარტნიორების მხარდაჭერით.
მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს და გაეცნენ ფონდის მიერ, კოლეჯის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მზის პანელების მუშაობის პრინციპებს. ზემოაღნიშნული მიმართულებით, პირველ ეტაპზე, კოლეჯში ჩატარდა ტრენინგი – თემაზე “პანელების მონტაჟი და ექსპლუატაცია”. კურსდამთავრებულებს, საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები. ფონდი აგრძელებს თანამშრომლობას კოლეჯთან ასევე მეთოდური მხარდაჭერის ფარგლებში – გერმანელი კოლეგები პერიოდულად ატარებენ მასტერკლასებს კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისათვის.
ღონისძიებაზე ასევე, დაანონსდა, რომ ფონდის მხარდაჭერით, სწორედ სსიპ კოლეჯში “ფაზისი” გადამზადდებიან საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების “ელექტროობის” მიმართულების მასწავლებლები მზის პანელების მონტაჟთან დაკავშირებით, რათა მომავალში თავად შეძლონ ანალოგიური პროგრამის განხორციელება.