სსიპ კოლეჯის “ფაზისი” დირექტორმა ნინო ბაკურაძემ და „სასტეინ კაუკასუს ინტერნეიშენალ ალიანს“-ის საბჭოს წევრებმა – მარიტა რიტელმა და ზურაბ კარბელაშვილმა, ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და პროფესიული სწავლების გაძლიერების მიზნით ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ღონისძიების ფარგლებში, ბატონმა ზურაბ კარბელაშვილმა ლექცია წაიკითხა – თემაზე „ორგანული სოფლის მეურნეობა და ბიომრავალფეროვნება“.
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნოჯიხევის ლოკაციზე. შეხვედრას კოლეჯის შესაბამისი მიმართულების პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები ესწრებოდნენ.