http://phazisi.edu.ge
სსიპ კოლეჯის “ფაზისი” პარტნიორი ორგანიზაციის Eberhard-Schöck-Stiftung 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

კოლეჯის დირექტორი ქალბატონი ნინო ბაკურაძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ბადენ – ბადენში. ქალბატონი ნინო, შეხვედრის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის Eberhard-Schöck-Stiftung 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებს. მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და კოლეჯში სამშენებლო სფეროს მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების პერსპექტივებზე.