http://phazisi.edu.ge
სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ აქტიურად აგრძელებს ჩართულობას იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადებას ისახავს მიზნად.

სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ აქტიურად აგრძელებს ჩართულობას იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რომლებიც ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადებას ისახავს მიზნად.

ამჯერად, კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერმა მარიამ ღლონტმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც კოლეჯებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან გაიმართა.

შეხვედრა, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნა, მიზნად ისახავდა:

– სამშენებლო სექტორით დაინტერესებულ კომპანიებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას;

– კვალიფიციური კადრების მომზადებისა და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც კვალიფიკაციების შემუშავების, ისე საგანმანათლებლო პროგრამების მუდმივი განახლების მიმართულებით.

სახელმწიფოს, ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი, აქტიური მუშაობა საუკეთესო გზაა ახალგაზრდების დასაქმების, კადრების დეფიციტის შემცირებისა და სამშენებლო სექტორის გრძელვადიანი განვითარებისთვის.