ქართული ენა, ქართველი ერის ეროვნული თვითმყოფადობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ლადო ასათიანი ქართულ ენას ღმერთების ენას უწოდებდა!
შოთა ნიშნიანიძე კი, დედაენას ერის ბურჯს ეძახდა: “იდიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო, ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.”
როგორც წინაპართაგან მოგვდგამს, “ამ განძს თუ არ მოუარე ისე ვერ იქართველებ”! მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი!