აღნიშნულის ფარგლებში, კოლეჯში ჩატრდა შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა პროკურატურის წარმომადგენელი ემელიანე ბერაია. განხილულ იქნა მოცემული გამოწვევებისა და პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზები, ასევე დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის მსხვერპლთათვის შეთავაზებული სერვისების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ,,ფოთის ქალთა კლუბი”, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, კულტურისა და სპორტის სამსახურის, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ქალაქ ფოთის საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმოამდგენლები.
აღსანიშნავია, პროფესიული განათლების სტუდენტების ჩართულობა ამ კამპანიაში.