მემორანდუმი, მეთევზეობის მიმართულების ორი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “ფერმერობა მეთევზეობაში” და “ლაბორატორიული საქმე მეთევზეობაში” მიმართულებით გაფორდა.
„აგროსტიპენდიების“ პროგრამა ითვალისწინებს აგრარული მიმართულების დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას, წარჩინებული სტუდენტების წახალისებას სტიპენდიებით და სტაჟირების გავლას შესაბამის უწყებებში.
„აგროსტიპენდიების“ პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ პროექტის ფარგლებში ახორციელებს.