http://phazisi.edu.ge
სსიპ კოლეჯმა “ფაზისი” მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში.

სსიპ კოლეჯმა “ფაზისი” მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში, რომელიც 22-23 ოქტომბერს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში ჩატარდა!

ღონისძიება გახსნეს განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანმა და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ირინე მარგიშვილმა.

კვირეულში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განათლების წარმომადგენლებმა 10 ქვეყნიდან – ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთი.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდა: პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, მოეწყო საგამოფენო სივრცე.

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.