სსიპ კოლეჯმა “ფაზისი” მონაწილეობა მიიღო 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გურიაში, ქალაქ ოზურგეთში გაიმართა .
ღონისძიებაზე კოლეჯმა წარადგინა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების: „სადურგლო“, „ფლორისტიკა“, „მოდა და დიზაინი“ ასევე, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები.
სტუმრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო აღმოჩნდა სახალისო და შემეცნებითი თამაში – „გააერთიანე საქართველო“, სადაც მონაწილეებს განსაზღვრულ დროში საქართველოს ფაზლის აწყობა ევალებოდათ. წარმატებული მონაწილეები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
მოხარული ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა, ამ მნიშვნელოვან დღეს კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა პროფესიული განათლების მნიშვნელობა, სტუდენტების შესაძლებლობები და შემოქმედებითი საქმიანობა.
მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს მოწვევისა და ასეთი მასშტაბური და შთამბეჭდავი დღის ორგანიზებისთვის!








