სსიპ კოლეჯს “ფაზისი” მიენიჭა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის DIN EN ISO 9001:2015-ის შესაბამისობის სერტიფიკატი.
სერტიფიცირება განხორციელდა TÜV NORD CERT GmbH-ის მიერ ჩატარებული აუდიტის საფუძველზე.
სერტიფიკატი ადასტურებს, რომ კოლეჯის მართვის სისტემა შეესაბამება ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნებს.
ეს მნიშვნელოვანი აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი კოლეჯის მისწრაფებას ხარისხის მუდმივი გაუმჯობესების, ეფექტიანი მართვის სისტემების დანერგვისა და პროფესიული განათლების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისკენ.
იყავი პირველი ფაზისთან ერთად!


