სსიპ კოლეჯში „ფაზისი“ სტუმრად იმყოფებოდნენ კორპორაცია „PEM CONSULT“ – ის წარმომადგენლები, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი მარიტა მუნკსი. „PEM CONSULT“ არის გერმანული დამოუკიდებელი კერძო საკონსულტაციო ფირმა, რომელიც უზრუნველყოფს განვითარებად ქვეყნებში საკონსულტაციო მომსახურებას და საჯარო დაწესებულებების, კერძო სექტორის ორგანიზაციების და ცალკეული საწარმოების ტექნიკურ დახმარებას.
სტუმრებმა კოლეჯის დირექტორთან ნინო ბაკურაძესთან შეხვედრაზე, სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. ასევე დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ სასწავლო პროცესს. კოლეჯის დირექტორმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კოლეჯში განხორციელებული და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რის შედეგადაც შეიქმნა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი და სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემო.