http://phazisi.edu.ge
ტრენინგი თემაზე: „სამოქალაქო განათლების თანამედროვე სწავლების მეთოდები“.

ჩვენი კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლები ნინო კაკულია და აკაკი გეთია შერჩეულ იყვნენ და მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოსა და IFES-ის (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი) თანამშრომლობით სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ტრენერთა ტრენინგში თემაზე: „სამოქალაქო განათლების თანამედროვე სწავლების მეთოდები“, რომლის მიზანი იყო მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების გაძლიერება ინტერაქციული სწავლების მეთოდების გამოყენებით.

ტრენინგის შემდგომ მონაწილეები ონლაინ ფორმატში განაგრძობენ შეძენილი ცოდნის რეპლიკაციას სამოქალაქო განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელის სხვა წევრებთან.