ჩვენი გერმანელი პარტნიორების Eberhard-Schöck-Stiftung-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს ტრენინგი “სტანდარტიზებული პროდუქციის წარმოება / სამონტაჟო ვარიანტები – კედლისა და იატაკის კონსტრუქციები ინტერიერის მშენებლობაში”.
ტრენინგში მონაწილეობენ “ხის მხატვრული დამუშავება” პროგრამის პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები.
პროცესს ხელმძღვანელობს გამოცდილი სპეციალისტი დავით იუნგჰანსი.
ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მონაწილეებმა მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება, გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ თანამედროვე პრაქტიკული უნარები.


