http://phazisi.edu.ge
ფოთის ახალგაზრდული იდეის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული სსიპ კოლეჯის “ფაზისი” გუნდი გახდა!

პროექტი ჯგუფურად წარადგინეს პროფესიულმა სტუდენტებმა – ნინო ღლონტმა, ლუკა ჯიქიამ, რომა ადამიამ და მაგდა კოკაიამ.

პროექტი ბავშვთა უფლებების დაცვას და ბავშვთა უფლებების კონვენციას ეხება.

პროექტი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “სკოლამდელი აღზრდა” პროფესიული განათლების მასწავლებლებისა და პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერით განხორციელდება!

ვულოცავთ ჩვენს “ფაზისელებს” ღირსეულ გამარჯვებას! წარმატებები ახალგაზრდებო!